მოდით ვთქვათ სიმართლე. ეს გადაცემა არის ყველაზე დამღუპველი ქართველი ხალხისთვის, რადგანაც მე როგორც ვაკვირდები ჩვენ ძალიან გვიყვარს სხვის სამზარეულოში ყურება, მითუმეტეს თუ ამ სამზარეულოს პატრონი ცნობილი ადამიანია. ხოდა ახლა ამ გადაცემის საშვალებით ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიხდინოთ ჩვენი სურვილი. მე ვაკვირდები და ბევრი ელის ამ გადაცემას თანაც ძალიან დაძაბული უყურებს, მოლოდინშია რაიმე საინტერესო კითხვისა. სიმართლე გითხრათ რამოდენიმე გადაცემას მეც ვუყურე და ძალიანაც ჩამითრია( ეს როგორც გითხარით ჩვენი სისუსტის გამო მოხდა) თუმცა მალევე მოვეგე გონს და შევეშვი .. წარმოიდგინეთ რაოდენ დიდი დარტყმა შეიძლება მიაყენოს ამ შოუმ ახალგაზრდებს ის ადამიანები ვინც მათ თვალში “დიდი” ადამიანები არიან უცებ როგორ შეიძლება დაეცნენ ანდა ის დაცემული ქცევები ან მათი ცხოვრება შეიძლება ნორმალურად მიიჩნიონ და მათი მიბაძვა ამ კუთხითაც განაგრძონ

“არავინ არ აღნიშნავს ჰელუინს კელტური ახალი წლის დადგომის სულისკვეთებით, ვახ!”

მაინტერესებს Rocko–ს ეს ვინ უთხრა?

მაშ გაგიჟებულა მრევლი ამხელა ამბავი რომ ატეხეს პატივისცემა იქონიეთ ცოტა, ის ხალხი ხვდება თუ რაოდენ უხარია ეშმაკს მსგავსი ამბები და არ უნდათ რომ ეს დაუშვან და აქციონ ისეთ დღეთ რომელიც მიიღებს ყოველ წლიურ ხასიათს სამწუხაროდ მსგავსი დღები როგორიცა “ჭიაკოკონობა”  “ბერიკაობა” ბევრს წმინდა დღეთ მიაჩნია

კიდევ რა ვერ გავიგე

შეიძლება ახალწელს  გამოეწყო თოვლის ბაბუის  სამოსში  წახვიდე ნაძვიხე მორთო  ბავშვებს კამფეტები დაურიგო და თქვა რო მე ახალწელს არ “ვზეიმობო” ზუსტად ასევეა ეს დღეც და იმის მტკიცება რომ ჰელოინს არ აღნიშნავ როგორც სატანისტურ რიტუალს სისულელეა

ეს ყველაფერი რომც არა შეიძლება ერთმანეთის გამოწვევა მრავალ კომენტარს წაიკითხავთ რომლის შინარსიც ასეთია

“მაინტერესებს რა მოხდება”

“ნეტა დაგვარბიონ”

რელიგია კაი გვერძე გადავდოთ

 

ყველანი ქართველები არ ვართ რატო უნდა ვაღიზიანებდეთ ერთმანეთს მე არ მესმის

ეჰ

რამოდენიმე დღის წინ მომივიდა კამათი თემაზე “კაცისა და ქალის როლი ოჯახში”

მაინტერესებს თქვენი აზრი და გთხოვთ მიპასუხოთ (განსაკუთრებით ქალბატონებმა)

მკითხეს ასეთი რამ : ვთქვათ ცოლ ქმარი მუშაობს ერთიდაიგივე დატვირთვით(ქალი შეიძლება უფრო) და რამდენად მიესალმები იმ ამბავს რომ კაცმა შეითვისოს ქალის როლიო ანუ დაღლილი ცოლი რომ აღარ გადატვირთოს სარეცხი საჭმელი ან სახლის დალაგება თავის თავზე აიღოსო.

მე ვუთხარი არათქო ეგ სადაური წესია.. ევროპულიო მიპასუხეს

ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით

აი მე რატომ არ ვეთანხმები

ის ამბავი რომ ქალი და მამაკაცი ერთი და იგივე დატვირთვით მუშაობდეს დაუშვებელია(ევროპაში როგორც ჩანს დაშვებულია)

ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს

აქ ბევრია ვინც ბიბლიას არ ეთანხმება ამიტომაც არგუმენტებს მაქედან არ მოვიყვან.

უხსოვარი დროიდან ოჯახში კაცს თავისი როლი აქვს და ქალს თავისი

კაცის მოვალეობა იყო ოჯახში თანხა შემოეტანა

ხოლო ქალისა კი სახლის მოვლა და შვილების აღზრდა.

იყო შემთხვევები როდესაც ქალიც მუშაობდა,მაგრამ ოჯახის საქმე მაინც მას უნდა შეთვისა

ახლა სამწუხაროდ ისეთი დრო დადგა,რომ საარსებო ფულის შოვნა რთულია და ქალებსაც უწევთ მუშაობა…

ხოდა როდესაც ჩემს მოსაზრებას ეთანხმება საქართველოს ოჯახური “იდილის” წეს თანაც უხსოვარი დროიდან,რატო მაბრალებენ იმას თითქოს ცოლი მონად წარმომიდგენია?

“მე რომ ჩუმათ ვყოფილიყავი ამის შესახებ არავის ეცოდინებოდა”

აბა თუ გამოიცნობთ ვისი სიტყვებია ეს?

ნინო ბურჯანაძის  იგი პასუხობს  კითხვას თავის 20 მილიონიანი აგარაკის შესახებ

ამ პასუხის გაგება ორნაირად შეიძლება

1) თუ ჩავთვლით,რომ ნინო პატიოსანი ქალბატონია…

ესეგი ვერავინ გავიგებდით, თუ როგორ ჩამოართმევდნენ მას მის 20 მილიონიან აგარაკს

ეჰ საწყალი

2) თუ ჩავთვლით რომ იგი არა პატიოსანი ქალბატონი

მაშინ გამოდის რომ თავისი 20  მილიონიანი ქონება ერთ ლარად შერჩებოდა

ხო არაფერი მეშლება? თუ მეშლება არარის პრობლემა შემისწორეთ

ხოდა მე რა მაინტერესებს თქვენ რომელ ვერსიას ემხრობით?

დიდი მადლობა ყურადღებისათვის :)

მე არ ვარ “სტაჟიანი” ბლოგერი და არ ვიცნობ ბლოგ სამყაროს, მითუმეტეს კი უცხოურს. ასერომ მინდა გთხოვოთ რომ დაწეროთ თქვენი საყვარელი უცხოური ბლოგი და პატარა განმარტება გაკეთოთ თუ რაზეა იგი .  ისე ეს პოსტი არა მარტო მე გამომადგება არამედ ყველა ახალბედას, რადგან გავეცნობით გამოცდილი ბლოგერების სტატიებს და ჩვენს ბლოგინგს უფრო დავხვეწავთ

გავიგებთ მათ წერის სტილს,მანერას და სე შემდეგ

დიდი მადლობა წინასწარ ყველას

რეჟისორი ამბობს:

“თუ ბრაზილიელებსა და არგენტინელებს შეუძლიათ… ჩვენ რით ვართ ნაკლებნი?”

ნუ ამით ყველაფერია ნათქვამი,მაგრამ ორიოდ სიტყვას დავამატებ. რათქმაუნდა ვერაფერს ვერ იტვი ნამდვილად შეგივიძლია რაც ჩემი აზრით ძალიან სამწუხაროა, ამაში ნორმალური ერი მათ არ უნდა ეჯიბრებოდეს.მითუმეტეს რომ სერიალებით არ გამოვირჩევით და არც არასდროს გამოვირჩეოდით, ჩვენი სტიქია  უფრო ფილმები იყო მაგრამ ახლა გასაქანი არსად აღარა. კინო მოკვდა და იაფასიანი სერალებით კი იოლად გავდივართ  და დახარბებული ქართული საზოგადოება კიდევ დიდი სიამოვნებით მიღებს მრავალ სერიალს. დადანაშაულება არცერთი მხარის არ მინდა,მაგრამ ამ ყველაფერს კარგისკენ რომ არ მივყავართ ეს ნელნელა იხატება, ძირითადად მაინც ახალგაზრდებში და ბავშვებში. რომლებსაც ჯერ არ გაურკვევიათ, ყველაფერი სწორი გონიათ რაც საპნის ოპერებში ხდება

თქვენ რას ფიქრობთ რამდენად შეიძლება ამ სერიალმა ახალგაზრდებზე მოახდინოს გავლენა?,დაინახავენ რა რომ უკვე მათი თანამემამულები ჩადიან მსგავს საქციელს ვაითუ მათ უფრო მეტად მიბაძეს…

როგორც ვაკვირდები ბლოგერთა სამყაროში ძალიან ბევრი კითხვა ისმის და ბევრი ეძებს მათზე პასუხს :)

მინდა წარმოგიდგინოთ ახალი ქართული რესურსი – Answers.ge. ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საიტი რაც კი ოდესმე შექმნილა ქართულ ინტერნეტ სივრცეში. საქართველოში სამწუხაროდ ძალიან ბევრმა დაივიწყა ინტერნეტის მთავარი დანიშნულება – ინფორმაციის მოპოვება და გაცვლა-გამოცვლა. იგი მხოლოდ გართობის საშუალებადღა ქცეულა. ეს საიტი მალე ნამდვილად დაამსხვრევს ამ სტერეოტიპს. ორიოდე სიტყვით შევეცდები აგიხსნათ თუ რას წარმოადგენს იგი…

გაგჩენიათ ოდესმე კითხვა მაგრამ ვერ მოგიძებნია სასურველი პასუხი ინტერნეტით? არ იცით ვის დაუსვათ ეს კითხვა? Answers.ge მომგიგვარებთ ამ პრობლემას!

ახლა დავანებოთ მაღალფარდოვან სიტყვებს და უშუალოდ საიტის განხილვაზე გადავიდეთ. საიტის მუშაობის პრინციპი ასეთია: საიტი იყოფა კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ კატეგორიაში, ნებისმიერ საკითხზე დასვათ კითხვა. იგი ავტომატურად გამოქვეყნდება საიტზე. ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეეძლება ნახოს თქვენი კითხვა და უპასუხოს მას!!! ყველაფერი ორჯერ ორივით მარტივია. პასუხის გაცემისას მომხმარებელს საშუალება აქვს მიუთითოთს პასუხის წყარო და თქვენ თავად შეგეძლებათ გადაამოწმოთ ამ პასუხის სისწორე.

თუ შეკითხვები არ გაქვთ და სურვილი გაქვთ სხვას დაეხმაროთ მაგას რა ჯობია. იგივე პრინციპით თქვენც შეგიძლიათ უპასუხოთ ნებისმიერ ღია კითხვას. საიტზე ასევე მოქმედებს ქულების სისტემა. თქვენ გემატებათ გარკვეული რაოდენობის ქულა ყველა გაცემულ პასუხზე. ქულების რაოდენობის მიხედვით კი გენიჭებათ სხვადასხვა პრივილეგიები.

აი სულ ეს არის ორი სიტყვით რაც ამ საიტზე მინდოდა მეთქვა. დასვით თქვენი კითხვა ან დაეხმარეთ სხვას სასურველი პასუხის პოვნაში.

საიტის მისამართი: http://answers.ge

მინდა მატარა სახალისო მაგალითით გაჩვენოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მძიმის სწორედ დასმა ქართულ ენაში. მართალია მე არ ვარ ქართული გრამატიკისა და ენის მცოდნე( რაც ალბათ ჩემი პოსტებიდანაც ჩანს : D) დამიჯერეთ საინტერესოა და ჯობია მიყვეთ ჩემს ნაწერს

ისწავლე მამაშენივით ვირი რომ არ გამოხვიდე

ამ პატარა წინადადებაში მძიმის დასმა 2 ადგილას შეიძლება, გაჩნია თქვენ რისი თქმა გსურთ :D

მოკლედ ბევრი აღარ გვინდა და დავიწყოთ

1) ისწავლე, მამაშენივით ვირი რომ არ გამოხვიდე

ამით იგულისხმება რომ მამამისი არის ვირი და თუ უნდა რომ ვირი არ გამოვიდეს ჯობია ისწავლოს

2) ისწავლე მამაშენივით, ვირი რომ არ გამოხვიდე

ამ წინადადებით ვგულისხმობთ რომ ჯობია მამამისივით ისწავლოს რათა ვირი არ გამოვიდეს

აი ესეც პატარა გაკვეთილი ჩემგან, თქვენც თუ იცით მსგავსი მაგალითები დაწერეთ

მადლობთ ყურადღებისთვის

ამ თემის დაწერა გადავწყვიტე ერთერთი ბლოგის გამო რომელიც თვალში ცუდად მხვდება და კონტენტიც არა მიმზიდველი. მოკლედ ბლოგზე   ცინიკურად არის გადმოცემული ბიბლიური ამბები. ამასთან დაკავშირებით ასევე მახსენდება ადამიანები რომლებიც სექტანტებს აყენებენ შეურაცყოფას და თავის თავზე არ ფიქრობენ, არიან თუ არა ისინი ჭეშმარიტი მორწმუნები. ესეც რომ არა ერთმანეთის პატივიცსემა სულიერი თუ ხორციელი   აუცილებელია. ნუ დასცინებთ სხვა რელიგიასა და მათ წარმომადგენლებს.

რაც შეხება ზემოთ ხსენებულ ბლოგს გამოდის რომ იგი მართმადიდებლობასაც დასცინის,ანუ საქართველოს ნახევარზე მეტს რაც არაა სწორი.

მე არც დისკუსის წამოწყება მინდა და არც კონფლიკტი. მინდა ვთქვა რომ ეს არა კარგი საქციელი და ვთხოვო ჩვენს ბლოგერს თავისი მსგავსი აზრები თავისთვის შეინახოს.და არა მარტო მას სხვადასხვა ფორუმებზე ძალიან ხშირია ერთმანეთის შეურაწმყოფელი თემები

იმედია არავინ არ მიწყენთ. დიდი მადლობა

მინდა მართმადიდებლებს შევახსენო რომ ნებისმიერი ათეისტური თუ სექტანტური თემების წაკითხვა და დისკუსიაში ჩაბმა საშიშია

მინდა დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. მართალია ცოტა გვიანაა,მაგრამ არაუშავს.

ნობელი პასუხობს” შევქმენი იმიტომ რომ მშვიდობა დავამყარო”

აინშტაინი ამბობს “ფიზიკოსები დღეს ალფრედ ნობელის მდგომარეობაში არიან ,რომელმაც თავისი დროის უმძლავრესი ფეთქებადი ნივთიერება -პიროქსილინი გამოიგონა.მონანიების მიზნით,თავისი სინდისის დასამშვიდებლად ,მან დააწესა პრემია მშვიდობისათვის ბრძოლისა და მისი შენარჩუნებისათვის”

ნობელის კომიტეტი ამბობს ” ჯილდო გადაეცემა ბარაკ ობამას” ერთერთი მიზეზი ისა,რომ იგი ბირთვული იარაღის განადგურებას შეუდგა

ხოდა ერთი შეხედვით რომ ვთქვათ მსგავსი მასობრივი იარაღები ნაწილობრივ მართლაც უზრუნველყოფენ მშვიდობას ერთმანეთის შიში რომ არ ქონდეთ ახლა ქვეყნებს… ალბათ პატარ პატარა ბრძოლები ხშირი იქნებოდა

თქვენ რას იტყვით ამაზე.

ესეც რომ არა ნობლეის პირადი აზრით(ვინც გასცემს ამ ჯილდოს) მსგავსი იარაღები თუ უწყობს ხელს მშვიდობას

რატომ უნდა მიეცეს ჯილდო იმას ვისაც ამის განადგურება უნდა.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ  ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი

უზრუნველყოფს თუ არა ბირთვული იარაღი ნაწილობრივ მაინც მშვიდობას და რაი იქნება უ იმისოთ ?

დიდი მადლობა :)

შემდეგი გვერდი »